კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს
კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გულწრფელ სურვილს. ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ კატარმა „ჰამასს“, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს უკვე აცნობა. კატარი, შეერთებულ შტატებთან და ეგვიპტესთან ერთად, აქტიურ როლს ასრულებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ოქტომბერში წარუმატებლად დასრულდა.
