ისრაელი ლიბანის ტერიტორიას ისევ ბომბავს
ისრაელი ლიბანის ტერიტორიას ისევ ბომბავს. „ცაჰალის“ სამიზნე ამჯერად ქალაქი ტვიროსი გახდა. საჰაერო დარტყმას, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
