ჯოზეფ ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან
ჯოზეფ ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. შეხვედრა 13 ნოემბერს ოვალურ კაბინეტში გაიმართება. 7 ნოემბერს თავის გამოსვლაში ბაიდენმა ხაზი გაუსვა არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობას და პირობა დადო, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
