საქართველოს თავდაცვის ძალების მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.
