ქალაქ წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქ წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა. ახალგაზრდულ სივრცეში, ქართულ აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ბენეფიციარს, არა ფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ორი თვის განმავლობაში შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ.
