ოთარ შამუგიამ სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი“ დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი“ დაათვალიერა. ოთარ შამუგიას განცხადებით მევენახეობა მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სამინისტრო მათ მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. მარნის მფლობელი ეკატერინე ცვარიანი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ბენეფიციარია.
