ახალი ზელანდია VS საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ქართველი ბორჯღალოსნების მეტოქე ახალი ზელანდია იქნება. „ოლ ბლექსმა“ ვარჯიში უკვე გამართა. სიახლეა ეროვნულ გუნდშიც, ხვალინდელ შეხვედრაში ქართველ მორაგბეებს ვასილ ლობჟანიძე უკაპიტნებს, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში 35-ე კაპიტანი იქნება. მატჩი მონპელიეში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ