„საჩხერლობა 2024“
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა 2024“ აღნიშნეს. რა თქმა უნდა იყო ფოლკლორი, იმერული სამზარეულო, ღვინო და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. მოკლედ ყველაფერი ისეთი მრავალფეროვანი, როგორც ამ ტიპის ღონისძიებებს ახასიათებს. გაიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიის საჩხერის ფილიალი. თანამედროვე სტანდარტების გარემო სტუდენტის ყველა საჭიროებებზეა მორგებული, იფუნქციონირებს კვლევითი ლაბორატორია და სტუდენტების საცხოვრებელი. დღევანდელი ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა