ფუჭი პროტესტი
სამოქმედო გეგმისა და სავარაუდო გაყალბების ოფიციალური მტკიცებულებების არარსებობის ფონზე ოპოზიცია ისევ აქციებს მიმართავს. დღეს მსვლელობა-აქცია მოეწყო ორი ლოკაციიდან და გმირთა მოედანზე დასრულდა. მსვლელობის სათავეში იდგნენ ნაციონალური მოძრაობის, პარტია ახლებისა და ლელოს ლიდერები. კიდევ ერთი აქცია გაიმართა უკვე პარლამენტის წინ, ამჯერად გირჩის ორგანიზებით. ორივე აქციის მასშტაბს თქვენ კადრში ხედავთ. დღის განმავლობაში მსვლელობების გამო ქალაქში მოძრაობა შეზღუდული იყო. აქციაზე ლიდერები გამოვიდნენ. ერთ-ერთი იყო მამუკა ხაზარაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მისვლისთვის, ისაუბრა სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებზე და გაამხილა კიდეც, რომ გმირთა მემორიალთან პირველად იყო. ამ დროისთვის ეს აქცია დასრულებულია
