დავალების შესრულება
გადალახავდა თუ არა ორი ოპოზიციური პარტია საარჩევნო ბარიერს, მუდმივი მსჯელობის საგანი იყო. ხელისუფლება არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ ლელოც და გახარიაც ბარიერის ზღვარზე იყვნენ, არჩევნების შემდეგ კი დარწმუნებულები არიან, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ორი პოლიტიკური ძალის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო და ბარიერი გადაალახინა. მათივე თქმით, ასე შესრულდა კრიზისში მყოფი კოლექტიური ნაც მოძრაობის გადარჩენის სქემა, რომელიც რადიკალებს უცხოელმა პატრონებმა დაუწერეს და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გეგმას ზედმიწევნით ასრულებს
