გერმანიის საელჩოს პოსტი
რას ნიშნავს გერმანიის საელჩოს განცხადება და მშვიდობიანი რევოლუციის მინიშნება? დღეს ბერლინის კედლის დაცემის 35 წლისთავია. საელჩომ ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მშვიდობიანი რევოლუციის შესაძლებლობით იწყება. ეს ტექსტი ქართულმა ოპოზიციურმა ფლანგმა ქართულ რეალობასთან პარალელად მიიჩნია და ერთხმად აიტაცა. მოგვიანებით, ამ კითხვით ქრონიკამ გერმანიის საელჩოს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ პოსტი ეხება ბერლინის კედლის დაცემას და ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის მცდარი, იგივე პათოსის ახსნა მოუწია გერმანიის ელჩს საქართველოში, რომელიც სოციალურ ქსელ იქსში წერს, რომ პოსტი მხოლოდ ისტორიული ფაქტის შეფასებაა და სხვა არაფერი
