ენჯეოების თავის მართლება
რა ბედი ეწია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე არასამთავრობოების სარჩელს ევროპულ სასამართლოში? ჯერჯერობით მდგომარეობა გაურკვეველია. „საია“ აცხადებს, რომ სარჩელი სტრასბურგში გაგზავნილია და ამის დასტურად გადამზიდი კომპანიის სქრინს აქვეყნებს. იუსტიციის მინისტრი დღეს ამ თემას გამოეხმაურა და მორიგ სპეკულაციად შეაფასა, რადგან როგორც მინისტრი ამბობს, სტრასბურგის სასამართლოს სამინისტროსთან ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაციაც კი არ ჰქონია. „პრაიმ ტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნულ საკითხზე არც ერთი დოკუმენტი არ შესულა
