ულტიმატუმი ევროპიდან
კანონები მოლაპარაკებების სანაცვლოდ - ასეთია გზავნილი ევროპიდან. ერთი დეტალიც არის, ამ გზავნილებს შორის მოლაპარაკების გახსნის წინაპირობად არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას. ხელისუფლება ისევ გახსნილი დიალოგისა და მსჯელობის მომხრეა: გვჭირდება არგუმენტები, რატომ არის საფრთხის შემცველი არასრულწლოვანთა დაცვა პროპაგანდისგან და რა შეუთავსებლობა აქვს ევროპულ ღირებულებასთან გამჭვირვალობას - ასეთია კითხვები, რომელსაც მმართველი ძალა სვამს. რაც შეეხება ოპოზიციას, თუკი აქამდე მათი პოზიცია მხოლოდ გამჭვირვალობის კანონზე იყო მკაფიო და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ თავშეკავებას ამჯობინებდნენ, როგორც ჩანს ახლა ეს თავშეკავებაც მოიხსნა და ოპოზიციის პოზიციაც უფრო ცხადი გახდა
