ისტორიაში პირველად, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია
ისტორიაში პირველად, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გრან-პრის სერიის ეტაპის გამარჯვებულია. ფიგურულ ციგურაობაში იაპონიაში, ქართველების დუეტმა ორი პროგრამის შედეგად, 213 მთელი 5 მეასედი ქულა დააგროვა და ოქროს მედლებთან ერთად თასიც დაისაკუთრა. მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 142,77 ქულა დაიმსახურეს და პირველობა არავის დაუთმეს
