ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა
ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. გამგეობის 7-მა წევრმა 4 წლის ვადით კვლავ ამჟამინდელი პრეზიდენტი თათია აფციაური აირჩია. აფციაურმა სხდომის ფარგლებში გასული 4 წლის საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა
