სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა 2024“ ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიის ფილიალი გაიხსნა
დღესვე გაიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიის, საჩხერის ფილიალი. თანამედროვე სტანდარტების გარემო სტუდენტის ყველა საჭიროებებზეა მორგებული, იფუნქციონირებს კვლევითი ლაბორატორია და სტუდენტების საცხოვრებელი. აკადემიაში სწავლა სხვადასხვა სპეციალობებზე მიმდინარეობს. ყველა პროგრამა და სასწავლო პროცესი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებს ქართული სტუმარ მასპინძლობის სკოლა
