მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა. იუსტიციის სამინისტროს სააკაძის სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერი დაესწრო. პრემიერმა თქვა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სამინისტროს თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში
