NBA-ში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ
NBA-ში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ. „ორლანდო მეჯიქმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ნიუ ორლეანი“ 27-ქულიანი სხვაობით, 115:88 დაამარცხა და ხუთ მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. საქართველოს ნაკრების 25 წლის ცენტრმა არა სრული 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. გოგას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა
