უკრაინას დახმარების პირობა შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისასა მისცა
უკრაინას დახმარების პირობა შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისასა მისცა. ამის შესახებ ცნობას „აქსიოსი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, სატელეფონო აუდიენციას ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინას „სტარ ლინკის“ სატელიტებით დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა
