ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავს იმართლებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავს იმართლებს. „ქრონიკა“ დაინტერესდა სად არის სარჩელი, რომლის გაგზავნასაც ორგანიზაცია სტრასბურგში სხვა ენჯეოებთან ერთად არჩევნებამდე აანონსებდა და რომლის მიზანი, გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრება იყო. „საიამ“ სოციალურ ქსელში გადამზიდი კომპანიის სქრინი გამოაქვეყნა, რითაც ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები. ცნობისთვის „პრაიმ ტაიმი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაანონსებული საჩივარი არ გადაგზავნილა და აღნიშნულ საკითხზე იქ არც ერთი დოკუმენტი არ შესულა
