საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის გოლი გამოარჩიეს
საფრანგეთის ლიგა ერთში ზურიკო დავითაშვილის გოლი გამოარჩიეს. ქართველი ფეხბურთელის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი ბურთი ოქტომბრის თვის საუკეთესოდ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ხუთ ოქტომბერს „ოსერის“ წინააღმდეგ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა და ამ სამი გოლიდან საუკეთესოდ პირველი აღიარეს. ზურიკო დავითაშვილს ძალიან წარმატებული ოქტომბერი ჰქონდა. მან სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა
