ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. სიახლეა ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის „მაორებთან“ შეხვედრაში ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში რიგით 35-ე კაპიტანი იქნება. მომავალი შეხვედრა განსაკუთრებული იქნება 36 წლის ალექსანდრე თოდუასთვის, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში 115-ე შეხვედრას ჩაატარებს და მერაბ კვირიკაშვილს გაუთანაბრდება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი” შემოგთავაზებთ