ბელგიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა
ბელგიაში ქალაქ ანტვერპენში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ბელგიასა და საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა თეატრალებმა და თბილისიდან მიწვეულმა მსახიობებმა კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში სპექტაკლები „ოთარაანთ ქვრივი“ და „დიდოსტატის მარჯვენა“ წარუდგინეს მაყურებლებს. ასევე ნაჩვენები იქნა რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „მგზავრი წერილებით“. ქართული კულტურის დღეები, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ლიტერატურულ თეატრ „ჩვენ დავბრუნდების“ ხელმძღვანელ, მანანა ხორბალაძის ინიციატივით და ორგანიზებით შედგა
