ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღნიშნეს
8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობდა. ყვარელში იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
