ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მეგრული ცეკვის მასტერკლასს მასპინძლობს
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მეგრული ცეკვის მასტერკლასს მასპინძლობს . 10 ნოემბრამდე ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, დამატებით მიიღონ გამოცდილება და გაეცნონ მეგრულ საცეკვაო ფოლკლორს. პროექტში მონაწილეობენ სამეგრელოდან მოწვეული ქორეოგრაფები. სამდღიან მასტერკლასებში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მეგრული ცეკვის მასტერკლასი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
