ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბავშვო უნივერსიტეტი გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბავშვო უნივერსიტეტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?.’’ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად.
