მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით. კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში 20-ე, ევროპაში კი 11-ე ადგილი დაიკავა.
