17 წელი გავიდა ბათუმში სტუდენტების დარბევიდან
17 წელი გავიდა ბათუმში სტუდენტების დარბევიდან. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს , თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები , სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
