უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 8 და დაშავდა 42 ადამიანი
უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 8 და დაშავდა 42 ადამიანი. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოს შენობა. რუსეთმა დრონებით ოდესის ოლქს შეუტია, დაიღუპა ერთი ადამიანი. ოკუპანტმა ღამის განმავლობაში 3 ჯერ დაბომბა ქალაქი ხარკოვი. ერთ-ერთი ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. საერთო ჯამში დაშავებულია 25 ადამიანი. პარალელურად, ოკუპანტმა ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და დონეცკის ოლქში ნოვო ალექსეევკის დასახლება აიღო.
