უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს აკრიტიკებს
უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს აკრიტიკებს. ზელენსკის თქმით, „რუსეთმა ჩრდილოვანი ფლოტით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე მოკავშირეები დაეხმარნენ უკრაინას სამწლიანი ომის დროს. უკრაინის პრეზიდენტი ასევე დასავლელ მოკავშირეებს ურჩევს, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის დახმარების შესაძლო შეწყვეტის საკითხზე კითხვების დასმის ნაცვლად, ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან, 300 მილიარდი ევრო კიევს გადასცენ.
