ფორბსის ცნობით, დონალდ ტრამპის მშვიდობის გეგმის გამო, რუსები კურსკის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ
ფორბსის ცნობით, დონალდ ტრამპის მშვიდობის გეგმის გამო, რუსები კურსკის რეგიონში შეტევაზე გადავიდნენ. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსმა ქვეითებმა რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის პოზიციებზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დახმარებით შეტევა დაიწყეს. ფორბსის ანალიტიკოსი რუსების სიჩქარის მიზეზად, ტრამპის მშვიდობის გეგმას ასახელებს, რომელზეც ცოტა ხნის წინ დასავლური მედია წერდა. აღნიშნული გეგმის თანახმად, რუსეთი და უკრაინა ფრონტის ხაზზე იმ მომენტში არსებული რეალობის გათვალისწინებით შეთანხმდებიან და შესაბამისად გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რუსეთს კურსკის რეგიონის ნაწილის დათმობა მოუწევს.
