ევროპულმა საბჭომ ირაკლი კობახიძის და შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევროპულმა საბჭომ ირაკლი კობახიძის და შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაავრცელა შეხვედრის ამსახველი ვიდეო- მასალა ირაკლი კობახიძის და შარლ მიშელის აუდიენცია ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში გაიმართა. ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის.
