"ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან 17 წელი გავიდა
17 წელი გავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევიდან. სტუდენტებმა 2007 წლის 7 ნოემბერს , თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დარბევა დაგმეს და 8 ნოემბერს სოლიდარობა გამოუცხადეს, რა დროსაც მათ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები , სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბია, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდა და აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა. 17 წლის წინ განვითარებული მოვლენები, მათ შორის ტელეკომპანია "იმედში" შემოჭრა გადაცემა "იმედი ლაივში" გაიხსენეს.
