ულტიმატუმზე, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, ხელისუფლება არგუმენტებს ითხოვს
ულტიმატუმზე, რომ საქართველომ გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, ხელისუფლება არგუმენტებს ითხოვს. მათთვის გაუგებარია, ევროპის მხრიდან აღნიშნული კანონების გაუქმებასა და ევროინტეგრაციას შორის ტოლობის დასმა. მმართველი გუნდის თქმით, ევროპელი ლიდერების ეს განცხადებები, ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ცნობილია, რომ გახარიას პარტია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან არჩევნებამდე თავს იკავებდა, ახლა აცხადებენ რომ კანონი პრობლემურია და უნდა გაუქმდეს. დავუკავშირდით გახარიას პარტიას, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ქრონიკასთან კომენტარზე უარი თქვეს. რუსთავი ორთან ინტერვიუში კი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ კანონი გასაუქმებელია.
