პრემიერ მინისტრმა თელავში სპორტის სასახლე დაათვალიერა
პრემიერ მინისტრმა თელავში სპორტის სასახლე დაათვალიერა. კომპლექსი მოიცავს ადმინისტრაციულ სივრცეებს, დიდ და პატარა დარბაზებს, რომელიც გათვლილია 2000-ს მაყურებელზე. მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტზე 22 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სამუშაო კანადურმა კომპანიამ შეასრულა. კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
