კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის ალექსანდრე მეტრეველის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის, 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, ალექსანდრე მეტრეველს ქართული ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე წაიკითხეს პრემიერ-მინისტრის მილოცვა. ალექსანდრე მეტრეველი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა. ის იყო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი. ქართველი ჩოგბურთელი ევროპის 16-გზის ჩემპიონია ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში.
