ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი და შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი და შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბუდაპეშტში ყველა ფორმატი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ხელისუფლების გზავნილები პარტნიორებთან მიეტანათ. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა თემატურ შეხვედრაზე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა დასკვნით პლენარულ სესიაში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.
