ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის.
