ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი კოლეგებთან შეხვედრას დაესწრო, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს ინიციატივით გაიმართა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კოლეგებთან შეხვედრას დაესწრო, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს ინიციატივით გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარჩიაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზე. აღნიშნა, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ დადებით შეფასებებზე. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა "უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევრ
