ხმის ფარულობა არ დარღვეულა!
68 საჩივარი და მხოლოდ 4 ოპოზიციური პარტიების ავტორობით, საარჩევნო დარღვევების შესახებ სასამართლოებში უმეტესად მესამე სექტორი დავობს. ერთ-ერთის შესახებ განაჩენი კი სააპელაციო სასამართლომ არ დაადასტურა. გაუქმებულია თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით არჩევნებზე ფარულობის პრინციპი დაირღვა. პროცესი 22 საათს გაგრძელდა და იმ ექსპერიმენტის გამეორებასაც მოიცავდა, რის საფუძველზეც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დარღვევა დაადგინა. არასამთავრობო სექტორისთვის სააპელაციოს გადაწყვეტილება მიუღებელია, იქ ჩატარებული ექსპერიმენტი უკანონო, კანონიერი და სანდოა მხოლოდ ვლადიმერ ხუჭუას განჩინება, რომელმაც პოლიტიკური გზავნილები თავად გაავრცელა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მოტივებიც ირიბად ახსნა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
