ამერიკული კომპანიის დასკვნა
ოპოზიციის ვერსიები და ვარაუდები დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის დასკვნის პირისპირ. ამერიკულმა Pro V&V-იმ საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა. დადგინდა, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან, რომ სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია კი ვერიფიკაციის აპარატში ჩაწერილის ზუსტი ასლია. დაკვირვების საგანი იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები და ტაბლეტ კომპიუტერებიც. კვლევა თბილისში, მის შემოგარენში, ასევე გორსა და თელავში ჩატარდა. ბუნებრივია, ეს შედეგები ოპოზიციის დღის წესრიგს არღვევს, შესაბამისად, მათთვის საერთაშორისო გამოცდილების, ამერიკული აუდიტორი ამ შემთხვევაში სანდო არ არის
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
