ევროპის 2025 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის 2025 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. კონტინენტის პირველობის საგზურისთვის რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდის მეტოქე ხორვატია იქნება. 24-კაციან შემადგენლობაში „გაგრისა“ და „კრემონეზეს“ ფეხბურთელების, ირაკლი იაკობიძისა და დაჩი ლორთქიფანიძის სახით ორი დებიუტანტია. პირველი შეხვედრა 15 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება, საპასუხო მატჩს კი ხორვატიის ქალაქ რიეკა 19 ნოემბერს უმასპინძლებს
