ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა და მუზეუმი მზად არის კვლავ უმასპინძლოს დამთვალიერებელს. ცნობილი ქართველი მხატვრის სახლ-მუზეუმს ჩაუტარდა სრული რემონტი და უახლესი, სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. მუზეუმი ასევე მზადაა უმასპინძლოს სტუმრებს სხვადასხვა საღამოზე, რომლის გამართვის ტრადიციასაც საფუძველი თავად ელენე ახვლედიანმა ჩაუყარა
