„მთავრობის ეფექტიანობით“ საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა
„მთავრობის ეფექტიანობით“ საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 77 მთელი რვა მეათედი პროცენტი მიიღო. მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და 35-ე ადგილზე გავიდა. ჩვენმა ქვეყანამ კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველი ადგილი დაიკავა კორუფციის კონტროლის შეფასებისას. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას, ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. საქართველო დაწინაურდა კანონის უზენაესობით, რომელიც შეფასდა მსოფლიოს 10 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, მათ შორისაა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი. რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 79 მთელი შვიდი მეათედი ქულა აიღო და მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები შექმნილია იმისთვის, რათა დაეხმაროს მკვლევრებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ ქვეყნებში მმართველობის აღქმის ფართო სქემები. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს აგროვებს მთელ მსოფლიოში
