ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე. ამ საკითხის განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა
