2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა - შეფასებები
ყველაფერი კი რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და აკუსტიკური იარაღი. ცრემლსადენი გაზი გაუშვეს ქაშვეთის ეკლესიაში. აირმა შეაღწია პირველ საჯარო სკოლასა და პარლამენტშიც, სადაც მოქალაქეები თავს აფარებდნენ. აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, უკვე რიყის აქციის დარბევა დაიწყო. ნოემბრის მოვლენებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ აქციის დარბევა 7 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, სპეციალურ თათბირზე დაიგეგმა
