პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან მტკიცებულებების არარსებობაზე და ზეპირ ბრალდებებზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან მტკიცებულებების არარსებობაზე და ზეპირ ბრალდებებზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას უნდა წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათი მხრიდან ჭორაობა იქნება. გამოკითხვები კი გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოიკითხა. ჯაფარიძე ადასტურებს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია, მან გამოძიებას საჯარო წყაროებზე მიუთითა
