NBA-ში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი წარმატებული მატჩები ჩაატარეს
NBA-ში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი წარმატებული მატჩები ჩაატარეს. „ორლანდო“ „ინდიანასთან“ 111-118 დამარცხდა, „მეჯიქის“ 25 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასია. შედეგიანი თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმაც - „სან ანტონიომ“, სადაც ის თამაშობს, „ჰიუსტონთან“ 100-127 წააგო, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11, „სან ანტონიო“ კი დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტე ადგილზეა.
