40-მდე ქართული კომპანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს
40-მდე ქართული კომპანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში მიმდინარეობს, სადაც საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას და ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს, ასევე ნახონ ვიდეორგოლები და საინფორმაციო ბუკლეტები საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პავილიონები დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
