პოლონელი პოლიტიკოსი რიშარდ ჩარნეცკი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს
პოლონელი პოლიტიკოსი რიშარდ ჩარნეცკი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. საავტორო წერილში, რომლის აღწერის დროსაც ჩარნეცკი თბილისში იმყოფებოდა, ვკითხულობთ, რომ დასავლური მედიის კითხვისას ადამიანს ჰგონია, თითქოს პროტესტის გამო თბილისი დუღს. სინამდვილეში კი ქალაქში ყოფნისას ეს საერთოდ არ იგრძნობა. ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის ვერ იჯერებს პროპაგანდას, თითქოს საქართველოს ქუჩებსა და ოპოზიციას მთავრობის გადაგდება შეუძლიათ. „ოპოზიცია სოციალურ მედიაში ბობოქრობს, თუმცა დედაქალაქის ქუჩებში სიწყნარეა, ისევე, როგორ რეგიონებში,“ წერია სტატიაში. ევრო დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ხალხში გაცილებით ნაკლები ემოცია გამოიწვია, ვიდრე 4 წლის წინ გამართულმა არჩევნებმა.
